„მერაბს აუცილებლად დავამარცხებთ“ - უმარ ნურმაგომედოვის მენეჯერი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლის და დიდი ალბათობით, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის, უმარ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უმარი ქართველი „მანქანას“ დამარცხებას შეძლებს, მომდევნო საჩემპიონო ბრძოლაში კი შონ ომალის დაუპირისპირდება.
რას ამბობს აბდელ-აზიზი:
„შომ ომალიმ ოპერაცია ახლახან გაიკეთა, ამიტომ მასთან ბრძოლა გამოირიცხა. უმარის მომდევნო მეტოქე მერაბ დვალიშვილი იქნება, ჩვენი გეგმა კი ასეთია - უმარი მერაბს დაამარცხებს და შემდეგ ტიტულს ომალის წინააღმდეგ დაიცავს, იმის მიუხედავად, რომ შონმა ბოლო ბრძოლა წააგო“.
„ვფიქრობ, ის ამას იმსახურებს. ომალიმ ეს დივიზიონი ააშენა და ფულის გამომუშავებაში ყველას დაეხმარა. ასე რომ, რატომ არ უნდა გადავუხადოთ იმ ბიჭს მადლობა, რომელმაც ეს წონითი კატეგორია ისეთი საინტერესო გახადა, როგორიც დღეს არის“.
შეგახენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვს MMA-ში 16 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ვე გამარჯვებით დაასრულა. წარმოშობით დაღესტნელმა და რუსეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლმა UFC-ში 6 ბრძოლა გამართა და ყველა მათგანი მოიგო.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილმს, „მანქანა“ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი 16 სექტემბერს გახდა, როდესაც შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მერაბს UFC-ში ზედიზედ 11 გამარჯვება აქვს.