გიორგი გველესიანი, პერსეპოლისი
Aa
Aa

საუკეთესო ბომბარდირი უცხოელებს შორის - გველესიანი პერსეპოლისის რეკორდსმენი გახდა

5 ოქტომბერს „ჩადორ მალუს“ კარში გატანილი გოლი, რომელმაც „პერსეპოლისს“ 3 ქულა მოუტანა, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, გიორგი გველესიანისთვის კლუბში გადასვლის შემდეგ მე-17 აღმოჩნდა, რაც კლუბის ისტორიაში ლეგიონერებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. 

აქამდე რეკორდი ინგლისელ ფორვარდს, ალან უიტლს ეკუთვნოდა, რომელსაც კარიერის განმავლობაში „ევერტონში“, „კრისტალ პალასში“, „შეფილდ იუნაიტედსა“ და „ბორნმუთში“ უთამაშია, „პერსეპოლისში“ კი 1977-78 წლების სეზონი გაატარა და 16 გოლის ავტორი გახდა.

საგულისხმოა იცის, რომ უიტლის რეკორდი ამპლუით ცენტრალურმა მცველმა, გველესიანმა მოხსნა, მაშინ როდესაც ეს ვერც ნიგერიელმა გოდვინ მენშამ (14 გოლი) და ვერც სენეგალელმა იბრაჰიმ ტურემ (13 გოლი) შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ გველესიანი „პერსეპოლისში“ მესამე სეზონს ატარებს. ის კლუბში 2022 წელს ისპაანის „სეპაჰანიდან“ გადავიდა. „პერსეპოლისთან“ ერთად გველესიანი ორჯერ ირანის ჩემპიონი, თითოჯერ კი ირანის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის აღიარება | ოთარი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
კიტეიშვილის აღიარება | ოთარი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს