ხვიჩა კვარაცხელია, მარკო ტარდელი, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

„კვარას და მაკტომინეის გადამწყვეტი როლი აქვთ“ - იტალიელი ლეგენდა ნაპოლიზე

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, მარკო ტარდელიმ la Gazzetta dello Sport-თან სერია A-ს ფავორიტებზე ისაუბრა და „ნაპოლისაც“ შეეხო. 70 წლის ვეტერანმა ნახევარმცველმა „პარტენოპეიდან“ ხვიჩა კვარაცხელიასა და სკოტ მაკტომინეის როლი გამოარჩია.

რას ამბობს ტარდელი:

„ჯერ ადრეა განსაზღვრო, თუ ვინ გახდება ჩემპიონი, მაგრამ მგონია, რომ მთავარი ფავორიტები „ინტერი“ და „ნაპოლი“ იქნებიან. რა თქმა უნდა, კონტე ბრძოლას და კონკურენციას მიჩვეულია და ასევე, ამ კონკურენციის მართვაც შეუძლია. ერთადერთი მინუსი, რაც მას აქვს, არის ის, რომ ევროთასების მოგება ვერ მოახერხა. თავისმხრივ, ინძაგიმაც აჩვენა, რომ იტალიაში და არამხოლოდ აქ, ერთ-ერთი საუკეთესოა და იცის, როგორ იმუშაოს დიდი მიზნებისთვის. მგონია, რომ წელს, „ინტერს“ რაღაც უფრო მეტი აქვს წარმატების მისაღწევად, ვიდრე გასულ სეზონებში ჰქონდა“.

„ტურამი და დიმარკო არიან ფეხბურთელები, რომლებიც მაღალი ხარისხით თამაშობენ, მაგრამ მათ გარდა, „ინტერს“ ყველა პოზიციაზე მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. არ ვამბობ, რომ „ნაპოლიში“ არ არიან მსგავსი კალიბრის ბიჭები, მაგრამ მთავარი ფიგურები, რომლებსაც თავისი კვალის დატოვება შეუძლიათ, ხვიჩა კვარაცხელია და სკოტ მაკტომინეი არიან. მათ იციან, როგორ უნდა შეცვალონ ტემპი ყველა თამაშში“.

ცნობისთვის, მარკო ტარდელის „იუვენტუსში“ 259 მატჩი აქვს ჩატარებული და 35 გოლის გატანა შეძლო, იტალიის ნაკრებში კი 1976-1986 წლებში ითამაშა და 1982 წელს კი მუნდიალის ფინალში დასავლეთ გერმანიის წინააღმდეგ გოლის გატანაც შეძლო. საბოლოოდ ის მატჩი იტალიამ 3:1 მოიგო და ტარდელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტურნირის გამარჯვებული გახდა.

7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლუკაკუს კვარაზე დიდი როლი აქვს“ - იტალიელი ჟურნალისტი
„ლუკაკუს კვარაზე დიდი როლი აქვს“ - იტალიელი ჟურნალისტი