„კვარა გუნდში ხელშეუხებელი აღარ არის“ - იტალიური პრესა
იტალიური პრესა „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას როლზე ალაპარაკდა და ამჯერად წერს, რომ კონტეს გუნდში ის ხელშეუხებელი აღარ არის.
ეს ყველაფერი ემთხვევა ხვიჩას კონტრაქტთან დაკავშირებულ უთანხმოებას. მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ და არის შანსი, რომ კვარა 2025 წელს დაელოდოს, რათა ახალი შეთავაზებები მიიღოს.
აი რას წერს Areanapoli:
„ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ერთ-ერთი ვარსკვლავია, მაგრამ მისტერ კონტესთვის ის ხელშეუხებელი არ არის.
კონტესთვის გუნდში არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს ადგილი გარანტირებული. თავდაპირველად მწვრთნელს გუნდში რამდენიმე ერთგული მოთამაშე ჰყავდა, თუმცა ახლა იერარქიები დაირღვევა.
ხვიჩა ამჟამად ხელშეუხებელი აღარ არის. მას გუნდში უკვე სამი კონკურენტი ჰყავს. მაგალითად, დავიდ ნერეში, რომელიც ბენფიკაში ძირითადად ქართველის პოზიციაზე თამაშობდა, მარცხენა გარემარბად. ასევე ნგონგემ აჩვენა, რომ ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად გრძნობს.
ასევე შეგვიძლია ვახსენოთ ჯაკომო რასპადორი, რომელსაც ამ პოზიცია თამაშიც შეუძლია. დე ლაურენტისს მასში ინვესტიცია აქვს ჩადებული. ჯაკომოს ამ პოზიციაზე ხშირად უთამაშია“.
- წერს Areanapoli.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დატოვება პირადად მოითხოვა და ახალი პროექტის მის ირგვლივ აშენება მოისურვა.