ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

მამარდა უკვე იანვარში ენფილდზე? | რას წერს ესპანური პრესა

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ესპანურ კლუბში „ლივერპულიდან“ იჯარის წესით ასპარეზობს, შესაძლოა ნისლიან ალბიონზე არა 2025 წლის ზაფხულში, როგორც ეს მანამდე იგეგმებოდა, არამედ უკვე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაბარგდეს.

მერსისაიდელების მთავარი მეკარე, ალისონ ბეკერი ტრავმის გამო დაახლოებით ორი თვე იუქმებს, რის გამოც ბრიტანულ პრესაში გამოითქვა მოსაზრება, რომ „ლივერპულმა“ მამარდაშვილის იჯარა უნდა შეწყვიტოს, თუმცა როგორც გამოცემა El Desmarque საკუთარი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, „ვალენსიაში“ დარწმუნებულები არიან, რომ მამარდა კლუბს ზაფხულამდე არ დატოვებს, ვინაიდან ეს კონტრაქტში არის გაწერილი.

„მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლისა და „ვალენსიაში“ იჯარით დაბრუნების შესახებ შეთანხმებაში გარკვევით წერია, რომ იჯარის ნაადრევად შეწყვეტა 30 ივნისამდე შეუძლებელია“, - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ „კრისტალ პალასთან“ მატჩში ალისონ ბეკერმა მარჯვენა ფეხის ბარძაყის ტრავმის გამო მოედანი 77-ე წუთზე დატოვა. აღსანიშნავია, რომ მის ნაცვლად მოედანზე არა „წითლების“ მეორე მეკარე კაოიმჰინ კელეჰერი, არამედ ჩეხი მეკარე, 23 წლის ვიტეზსლავ იაროში შევიდა, რომელსაც პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა.

მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ თავკაცმა, არნე სლოტმა განაცხადა, რომ ალისონი „სელესაოს“ უახლოეს მატჩებსაც გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიადან“ ზაფხულში შეიძინა და მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. მიმდინარე სეზონის ბოლომდე, მამარდაშვილი იჯარის წესით კვლავ ვალენსიურ კლუბში დარჩება, მომდევნო სეზონიდან კი „ლივერპულს“ შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას კონკურენტი მიუნხენში - ალისონი კომპანის მიჰყავს
მამარდას კონკურენტი მიუნხენში - ალისონი კომპანის მიჰყავს