რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, მარკო პაროლო
Aa
Aa

„კონტეს ესმის, რომ კვარამ შესაძლოა, სკუდეტო მოაგებინოს“ | იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი

„ლაციოსა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკო პაროლომ la Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში სკუდეტოს მოგების ფავორიტებზე ისაუბრა და „ნაპოლისაც“ შეეხო. ვეტერანმა ნახევარმცველმა ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზეც გაამახვილა.

რას ამბობს პაროლო:

„ვფიქრობ, სკუდეტოს გამარჯვებულის ბედი ბოლო ტურებში გადაწყდება. „ნაპოლი“ აუცილებლად იქნება ლიდერებში, ფავორიტად „ინტერიც“ დარჩება და ასევე, „იუვენტუსსაც“ გამოვყოფ. კონტე ცენტრალიზატორია, რომელიც გამუდმებით ლიდერობისკენ ისწრაფვის. მსგავსი თვისებები აქვს სიმონე ინძაგისაც, რომელიც „ინტერში“ დანიშვნის დღიდან სულ ლიდერებში გვხვდება“.

„ნაპოლის“ 4-კაციანი დაცვის ხაზი? ვფიქრობ, 4-კაციანი სქემა შენიღბულია. ისინი თავს სამი ცენტრალური მცველით იცავენ, რადგან პოლიტანო გამუდმებით ჩადის უკან და მე-5 მცველის ფუნქციას ასრულებს. ამ სქემით, კვარა უფრო მეტ თავისუფლებას იღებს. ამ სქემით, გუნდი მაკტომინეისაც უფრთხილდება. როდესაც შოტლანდიელი შეტევაში შორს მიდის, დაცვის ხაზი 5-კაციანი ხდება და როდესაც უკან ბრუნდება, ხშირ შემთხვევაში კლასიკური 4-3-3 გვხვდება“.

„ვფიქრობ, კონტემ ბრწყინვალედ კვარასთან თავისი იდეების ადაპტირება. მან კარგად იცის, რომ სწორედ მისი წყალობით შეიძლება მოიგოს ჩემპიონატი. ასევე, მნიშვნელოვანი როლი აქვს ლუკაკუსაც, მაგრამ ბელგიელს აღარ შეუძლია მატჩები ისე გადაიტანოს, როგორც ამას 4 წლის წინ აკეთებდა“.

7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას როლი უკვე შეუცვალა“ | ბონუჩი ანტონიო კონტესა და მის ნაპოლიზე
„კვარას როლი უკვე შეუცვალა“ | ბონუჩი ანტონიო კონტესა და მის ნაპოლიზე