ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილის აღიარება | ოთარი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში Bruno Gala-ს რიგით 28-ე დაჯილდოება გაიმართა და ოთარ კიტეიშვილმა უდიდესი აღიარება მოიპოვა. „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი ავსტრიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

Bruno Gala ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომელიც 1997 წლიდან იმართება და ნომინაციებში გამარჯვებულების გამოსავლენად ავსტრიაში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის გამოკითხვა ტარდება. „კიტეს“ „შტურმი“ გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონი გახდა და 28 წლის ნახევარმცველს მაღალ დონეზე ჩატარებული ტურნირი დაუფასდა.

ცნობისთვის, 2019-20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, იგივე ჯილდო ერლინგ ჰოლანდს გადასცეს, 2020-21 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად კი პატსონ დაკა დაასახელეს. გასულ სეზონში, ეს ჯილდო „ზალცბურგის“ მოთამაშემ, ნიკოლას ზაივალდმა დაისაკუთრა.

გეტყვით იმასაც, რომ 2023/24 წლების სეზონის ბუნდესლიგაში, კიტეიშვილმა მონაწილეობა 25 შეხვედრაში მიიღო. ქართველი ფეხბურთელი „შტურმის“ ლიდერი იყო და მის ანგარიშზე 9 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოედანზე მოსაგებად გავალთ“ | სუდაკოვი საქართველოსთან მატჩზე
„მოედანზე მოსაგებად გავალთ“ | სუდაკოვი საქართველოსთან მატჩზე