ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლი უფრო კატეგორიული უნდა იყოს“ - იტალიელი მწვრთნელი კვარას კონტრაქტზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და შემდგომში მწვრთნელმა, რობერტო ბრედამ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაპოლი“ მოლაპარაკებების პროცესში უფრო კატეგორიული უნდა იყოს.

რას ამბობს ბრედა:

„კვარაცხელიასთან ხელშეკრულების განახლების საკითხზე კომპლექსური ვითარებაა. მინდა ვთქვა, რომ ოსიმენის საკითხი ამ პროცესის დროს გარკვეული მაგალითიც უნდა იყოს. ან ყველაფერი სწრაფად უნდა მოგვარდეს, ან სხვა გზები უნდა გამოინახოს. როდესაც ის იტალიაში ჩამოვიდა, ფენომენალური სეზონი ჰქონდა, შარშან კი დაიკარგა. ამ სიტუაციებმა გარემოსთან ურთიერთობებზე შესაძლოა, გავლენა მოახდინოს. არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკებები სწორედ ამის გამო იწელება. არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს პროცესები, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ნაპოლი“ უფრო კატეგორიული უნდა იყოს. მათი პოზიცია ძლიერი უნდა იყოს და ყველაფერი სწრაფად დაასრულოს, სხვა შემთხვევაში, მოთამაშე უნდა გაყიდონ და მისი შემცვლელი ეძებონ“.

გუშინ, იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც „ნაპოლის“ ხელმძღვანელები უარს ამბობენ და ამის გამო, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი 7 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლუკაკუს კვარაზე დიდი როლი აქვს“ - იტალიელი ჟურნალისტი
„ლუკაკუს კვარაზე დიდი როლი აქვს“ - იტალიელი ჟურნალისტი