„მოედანზე მოსაგებად გავალთ“ | სუდაკოვი საქართველოსთან მატჩზე
უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველმა, გეორგი სუდაკოვმა ერთა ლიგაზე საქართველოსა და ჩეხეთის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩების შესახებ ისაუბრა.
სუდაკოვის თქმით, სატურნირო ცხრილში უკრაინის ნაკრების მდგომარეობა არასახარბიელოა, ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება მათ აღარ აქვთ.
რა თქვა გეორგი სუდაკოვმა:
„ნაკრები რთულ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ერთა ლიგის პირველი ორი მატჩი წავაგეთ. ახლა წაგების უფლება აღარ გვაქვს, დადებითი შედეგი უნდა დავაფიქსიროთ. საქართველოს წინააღმდეგ მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება, ისევე როგორც შემდეგი მატჩი - ჩეხეთთან.
ვიცით, რომ მატჩი პოლონეთში გაიმართება, ამიტომ ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს და მოედანზე მოსაგებად გავალთ“.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში გამგზავრებამდე სუდაკოვმა უკრაინის ჩემპიონატის მატჩში „ჩერკასის“ წინააღმდეგ პოკერი შეასრულა და სანაკრებო მატჩებს კარგ ფორმაში ხვდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს 11 ოქტომბერს ვარშავაში დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი ვროცლავში ჩეხეთს მიიღებს.
აქვე გეტყვით, რომ სექტემბრის სანაკრებო მატჩებში სერგეი რებროვის გაწვრთნილი გუნდი ჯერ ალბანეთთან (1:2), შემდეგ კი ჩეხეთთან (2:3) დამარცხდა.