ნიუ ორლეან პელიკანსი, გოგა ბითაძე, პაოლო ბანკერო, ორლანდო მეჯიქი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

ბითაძეს 9 წუთი დაუთმეს - ორლანდომ მოსამზადებელი ეტაპი მარცხით დაიწყო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის ახალი სეზონისთვის მომზადება დაიწყო და პირველი ტესტ მატჩი სტუმრად, „ნიუ ორლეანს პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით, 106:104 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი ორლანდოს სასტარტოში არ ყოფილა და თამაშში სათადარიგოდან ჩაერთო. მთავარმა მწვრთნელმა ბითაძეს საერთო ჯამში 9 წუთი დაუთმეს და ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 7 ქულა ჩააგდო, 9-ჯერ მოხსნა (2 შეტევაში) ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 1 ასისტი შეასრულა. ასევე, გოგამ 2 ბლოკიც მიითვალა. ამასთან, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ არ დაჯარიმებულა. საგულისხმოა, რომ მოხსნების რაოდენობით ბითაძე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ქულების რაოდენობით, საუკეთესო „პელიკანსის“ წევრი, ჯორდან ჰოუკინსი იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, „მეჯიქიდან“ კი 15 ქულით პაოლო ბანკერო გამოირჩა.

ორლანდო წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს, სტუმრად „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პირველი მამა-შვილი | ლებრონისა და ბრონის ისტორიული მიღწევა
პირველი მამა-შვილი | ლებრონისა და ბრონის ისტორიული მიღწევა