მესისთან და სუარესთან ერთად - ლობჟანიძე MLS-ის MVP-ის კანდიდატებს შორის
ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, MLS-ის ორგანიზატორებმა სეზონის უძირფასესი მოთამაშის პრიზის მიღების კანდიდატები დაასახელეს, რომელთაც შორისაც „ინტერ მაიამის“ ვარსკლავურ დუეტ მესი-სუარესთან ერთად, ქართველი საბა ლობჟანიძეც მოხვდა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე საერთო ჯამში 34 პრეტენდენტია დასახელებული, თუმცა საუკეთესო შვიდიდან შეირჩევა, რომელთა შორისაც მესის, სუარესისა და ლობჟანიძის გარდა, ფედერიკო ბერნარდესკი (ტორონტო), რომან ბიურკი (სენტ ლუისი), რიკი პუჩი (გალაქსი) და ფაკუნდო ტორესი (ორლანდო სიტი) ფიგურირებენ.
სუარესი „ლოს-ანჯელესის“ მეკარე უგო ლორისთან ერთად, ლიგის ახალწვეულის პრიზზეც არის ნომინირებული. გალა-დაჯილდოებაზე ასევე იგეგმება საუკეთესო მწვრთნელის, მცველის, მეკარის, ახალგაზრდა ფეხბურთელის, მსაჯის, ასისტენტების, წლის ქამბექისა და საქველმოქმედო ღონისძიების გამოვლენა.
„ატლანტა იუნაიტედი“ ბოლო ტურის წინ, რეგულარული პირველობის სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-12 ადგილზეა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის პლეი აუტის თავიდან ასარიდებლად იბრძვის. რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და 8 გოლთან ერთად, მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.