ნაპოლი
Aa
Aa

უფასო ლუდი ნეაპოლელებს - კომოს მადლიერების ჟესტი

გასულ პარასკევს, იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ნაპოლიმ„ საკუთარ სტადიონზე „კომო“ 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის ლიდერობა მინიმუმ ორი კვირით შეინარჩუნა. როგორც წესი, თუ ფრე არ ფიქსირდება, არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ, მხოლოდ ერთი მხარე რჩება კმაყოფილი, თუმცა ამ შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დავუშვათ.

„კომოს“ ხელმძღვანელობამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ თებერვალში, როდესაც პარტენოპეის უმასპინძლებენ, მათ სტადიონზე თამაშის დროს შესულ თითოეულ ნეაპოლელ გულშემატკივარს უფასო ლუდით გაუმასპინძლდებიან. როგორც კომოელები აღნიშნავენ, ისინი ამ ფორმით გამოხატავენ მადლიერებას იმ არაჩვეულებრივი ატმოსფეროს გამო, რომელიც 4 ოქტომბერს, „სტადიო დიეგო მარადონაზე“ სუფევდა.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურმა კლუბმა სესკ ფაბრეგასის მომზადებული „კომო“ 3:1 დაამარცხა, ხოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მასპინძელთა ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ დასახელდა, რომელმაც სამივე გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო და ერთი ბურთის გატანის გარდა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
''რანდერსი'' ყოველთვის ჩემს გულში იქნება'' - ლობჟანიძის ემოციური დამშვიდობება
''რანდერსი'' ყოველთვის ჩემს გულში იქნება'' - ლობჟანიძის ემოციური დამშვიდობება