ოთარ კაკაბაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

7 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება. შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით, პოზნანის ლეხის საწვრთნელ ბაზაზე მსუბუქად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 8 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და ბუდუ ზივზივაძე. ნაკრები სრული შემადგენლობით უახლოესი ორი დღის განმავლობაში შეიკრიბება.

დღევანდელ ვარჯიშზე საქართველოს ნაკრებს ნიკა კვეკვეკსირი ესტუმრა. უნგრული ნირეჰაზას და ნაკრების ნახევარმცველი ამჟამად ტრავმირებულია და ვარჯიშს მომდევნო კვირებში განაახლებს.

შეკრების პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდში არსებული განწყობის და ერთა ლიგის მომდევნო მატჩებისთვის მზადების შესახებ ოთარ კაკაბაძემ და გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრეს.

ოთარ კაკაბაძე:

„ძალიან კარგად დავიწყეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ამ ჯგუფის მოგებას. მომდევნო მატჩები კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენთვის. მოედანზე მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.

„პოლონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. პოზნანის სტადიონთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვეცდებით, გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მრავლად დადიან გასვლით თამაშებზე. იმედი მაქვს, რომ გავახარებთ და სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან“.

გიორგი გოჩოლეიშვილი:

„გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებს. განსაკუთრებულად გვიჭერენ მხარს და ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს. მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის“.

„უკრაინის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჯგუფის ლიდერებით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პოზიციის შესანარჩუნებლად“.

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანილმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საბას ვეტყვი, რომ ნაკრებში გამუდმებით ფეხებში ურტყას“ - ემპოლის მწვრთნელმა კვარაზე იხუმრა
„საბას ვეტყვი, რომ ნაკრებში გამუდმებით ფეხებში ურტყას“ - ემპოლის მწვრთნელმა კვარაზე იხუმრა