დე ხეას რეკორდი სერია A-ში - ისტორიული მიღწევა მილანთან
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში, „მილანი“ სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.
საოცარი მატჩი ჰქონდა ფლორენციელთა ახალწვეულს, დავიდ დე ხეას, რომელმაც მეტოქეს ორი პენალტი აუღო - ჯერ ტეო ერნანდესს, შემდეგ კი ტამი აბრაჰამს.
ესპანელი მეკარე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გარდა ამისა, ესპანელი გასული 9 სეზონის განმავლობაში პირველი მეკარეა, რომელმაც სერია A-ს ერთ მატჩში რამდენიმე პენალტი მოიგერია.
⚠️ | QUICK STAT
— Sofascore Football (@SofascoreINT) October 6, 2024
David De Gea has tonight become the first goalkeeper to save multiple penalties in a single Serie A match over the last nine seasons. ????????
A brilliant performance between the sticks to lead Fiorentina to a 2–1 win over Milan! ????#FiorentinaMilan pic.twitter.com/XfhnCZgIZl