კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

გოლი 600 მატჩში - რონალდუს მორიგი რეკორდი

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუ მოედანს უგოლოდ პრაქტიკულად არ ტოვებს - საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში „ალ-ნასრმა„ „ალ-ორუბა“ საკუთარ სტადიონზე 3:0 დაამარცხა, 39 წლის პორტუგალიელი კი ამჯერადაც გამორჩეული ფიგურა იყო. რონალდუმ ანგარიში 11-მეტრიანით გახსნა, ხოლო დუბლი სადიო მანემ შეასრულა, რომელსაც პირველი გოლის დროს ასისტენტობა სწორედ  ლეგენდარულმა პორტუგალიელმა გაუწია.

იმდენად შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა, რომ კრიშტიანუს ყოველი გოლი რაღაც რეკორდის მანიშნებელია და ამჯერადაც ასე მოხდა - ეს გახლდათ საიუბილეო, რიგით მე-600 მატჩი, რომელშიც პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა. ამ მხრივ რონალდუ ლიონელ მესის (556), რომარიოს (479), პელეს (456), რობერტ ლევანდოვსკის (444), ფერენც პუშკაშს (434), ლუის სუარესსა (423) და ზლატან იბრაჰიმოვიჩს (417) საგრძნობლად აღემატება. 600 შეხვედრიდან კრიშტიანუმ 374-ში ერთი გოლი გაიტანა, 160 მატჩში დუბლი შეასრულა, 55 თამაშში ჰეთ-თრიკით გამოიჩინა თავი, 9-ში პოკერის ავტორი გახდა, ხოლო ერთხელაც პენტა-ტრიკით შევიდა ისტორიაში.

ექვსი ტურის შემდეგ დაგროვებული 14 ქულით „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ლიდერ „ალ-ჰილალს“ 4 ქულით ჩამორჩება. კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე კი 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
21-ე საუკუნის 10 საუკეთესო შემტევი ტრიო
21-ე საუკუნის 10 საუკეთესო შემტევი ტრიო