„ცუდად დაამთავრებს“ - მახაჩევის პასუხი თოფურიას
ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიას უპასუხა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუს მებრძოლზე ილაპარაკა.
„თუ თოფურია ასე გააგრძელებს, ცუდად დაამთავრებს. შეიძლება რამე მოხდეს. ჯერ არ მინახავს, ვინმეს პირადი საზღვრები გადაეკვეთოს. ჯერ მსგავსი არაფერი ყოფილა. ის თავის წონით კატეგორიაზე უნდა კონცენტრირდეს და ქამარი ერთხელ მაინც უნდა დაიცვას“, - თქვა მახაჩევმა რუსულ მედიასთან.
მანამდე „ელ მატადორმა“ განაცხადა: „ის შესანიშნავი მებრძოლია და ამავდროულად, ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება ოქტაგონზე სრულიად შესაძლებელია. მხოლოდ ოქტაგონზე დავთანხმდები ისლამთან შეხვედრას. არის მეორე გზაც, მაგრამ ქუჩაში ჩხუბი არ მსურს, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი მკურნალობის დაფინანსება და კოლოსალური სამედიცინო ხარჯების გაღება მომიწევს“.
ცნობისთვის, ილია თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ მოიპოვა.
რაც შეეხება მახაჩევს, მან მსუბუქ წონით დივიზიონში უკანასკნელად ივნისში იჩხუბა და ჯასტინ გეიჯზე ძლიერი აღმოჩნდა.