პირველი მამა-შვილი | ლებრონისა და ბრონის ისტორიული მიღწევა
NBA-ის პრესეზონი დაიწყო და ვიხილეთ ფაქტი, რომელსაც საკალათბურთო სამყარო დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა. გამთენიისას, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და ამ მატჩში ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით.
ლებრონ ჯეიმსმა და მისმა უფროსმა შვილმა, ბრონი ჯეიმსმა ერთდროულად ითამაშეს და ეს NBA-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მამა-შვილმა პარკეტზე ერთდროულად იასპარეზეს. ლებრონი და მისი შვილი ცვლილებაზე ერთად შევიდნენ და 4 წუთი და 9 წამი ითამაშეს.
LeBron James. Bronny James.
— NBA (@NBA) October 7, 2024
The father-son duo share the court for the first time together! ???? pic.twitter.com/93hC7k64gK
„ლეიკერსისა“ და „ფინიქსის“ მატჩი „სანსის“ გამარჯვებით დასრულდა და არიზონელებმა 118:114 მოიგეს. „ფინიქსის“ რიგებში საუკეთესო ჯოშ ოკოგი იყო, რომელმაც 15 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. დევინ ბუკერის ანგარიშზე 12 ქულა გახლდათ, ხოლო ბრედლი ბილმა და კევინ დურანტმა 11 და 6 ქულა მიითვალეს.
ლებრონსა და მის შვილს რაც შეეხებათ, „მეფემ“ 19 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი გაიფორმა. ბრონის ანგარიშზე კი მხოლოდ 2 მოხსნა იყო. მან 13 წუთი ითამაშა, 4 დაკარგვა ჰქონდა და 1 სამქულიანი გააფუჭა.