იურგენ კლოპი, პრემიერ ლიგა, ნასერ ალ ხელაიფი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი

საუკეთესო ფეხბურთელებს საუკეთესო მენეჯერები სჭირდებათ, ასეთი კი პრემიერ ლიგა ბევრი მოიძებნება.

Goal.com-მა 21 საუკუნეში საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა. წარმოგიდგენთ TOP-10-ს.

1.  სერ ალექს ფერგიუსონი

გასაკვირი არ არის, რომ სიის სათავეში სერ ალექს ფერგიუსონია, რომელიც პრემიერ ლიგის თანამედროვე ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს ინარჩუნებს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ლეგენდარულ თავკაცს პრემიერ ლიგა 13-ჯერ აქვს მოგებული.

მისმა კონკურენციამ არსენ ვენგერთან, რადგან ერთმანეთს ფეხბურთის 2 დიდი ფილოსოფოსი დაეჯახა, მაყურებლებს ყველა დროის დასამახსოვრებელი მატჩები აჩუქა.

2. პეპ გუარდიოლა

თანამედროვე ფეხბურთის რევოლუციონერმა, პეპ გუარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ აბსოლუტური დომინაციის ერას ჩაუყარა საფუძველი, რადგან მისი ხელძღვანელობით, კლუბმა გაიმყარა ადგილი ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს ცხრილში.

კატალონიელმა სპეციალისტმა ინგლისში მუშაობის 8 წლის განმავლობაში, პრემიერ ლიგა 6-ჯერ მოიგო, ბოლო 4 კი ზედიზედ.

3. არსენ ვენგერი

ფრანგი მწვრთნელი ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია პრემიერ ლიგის ისტორიაში. მისი ყველაზე დიდი მიღწევა 2003-04 წლების სეზონია, როდესაც მისმა „არსენალმა“ პრემიერ ლიგა დაუმარცხებლად მოიგო - ეს მიღწევა შეიძლება არც კი განმეორდეს.

ვენგერმა პირველი ტიტული 2002 წელს მოიპოვა, რითაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ დომინაციას წერტილი დაუსვა.
კიდევ ერთი მიღწევა - ფრანგმა სპეციალისტმა პრემიერ ლიგაზე 828 მატჩი ჩაატარა, რაც რეკორდული რაოდენობაა.

4. ჟოზე მოურინიო

პორტუგალიელმა სპეციალისტმა დაარღვია დადგენილი წესრიგი და აიძულა „ჩელსი“ გამხდარიყო რეგულარული მეტოქე პრემიერ ლიგაში.

ჟოზე მოურინიოს წყალობით, „ჩელსი“ გახდა მეხუთე კლუბი პრემიერ ლიგაში, რომელმაც ტიტულის მოგება ზედიზედ შეძლო.

5. იურგენ კლოპი

გერმანელი მწვრთნელი ლივერპულს სათავეში 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაუდგა და კლუბს რვა ტიტული მოაგებინა.

სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდის ევრო ასპარეზზე უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნება - 2019 წელს მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა ტოტენჰემის დამარცხებით მოიგეს, რასაც როგორც უეფას სუპერთასზე, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება მოყვა.

კიდევ უფრო მეტად გაახარა გერმანელმა მწვრთნელმა გუნდის ფანები მომდევნო სეზონში, როდესაც ლივერპული ინგლისის ჩემპიონი 30-წლიანი პაუზის შემდეგ გახადა. ორი უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მოგების შემდეგ, კლოპმა გულშემატკივარს არც შიდა სათასო ტურნირებზე დასწყვიტა გული და 2-ჯერ ლიგის (2022, 2024), თითოჯერ კი ასოციაციის თასი (2022) და ქომუნითი შილდსი (2022) მოიგო.

6. კარლო ანჩელოტი

ლეგენდარული იტალიელი 2009-2011 წლებში „ჩელსის“ წვრთნიდა, სადაც ოქროს დუბლი გაინაღდა. მან მოიგო პრემიერ ლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი.

7. რობერტო მანჩინი

იტალიელი მანჩინი „მანჩესტერ სიტიში“ 2009-13 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, „სიტიმ“ პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგო.

8. ანტონიო კონტე

იტალიელი მენეჯერი ყოველთვის პოპულარული ფიგურა იქნება ლონდონის ერთ ნაწილში მაინც.

ანტონიო კონტე „ჩელსის“ 2016-18 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში ლონდონელებმა მოიგეს პრემიერლიგა და ინგლისის თასს დაეუფლნენ.

9. მანუელ პელეგრინი

პელეგრინი ერთადერთი არაევროპელი სპეციალისტია, რომელიც პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა.

ჩილელი სპეციალისტი 2013-2016 წლებში „მანჩესტერ სიტის“ წვრთნიდა.

10. კლაუდიო რანიერი

2005 წელს „ჩელსის“ ახალმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა იტალიელი სპეციალისტი დაითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა.

რანიერი პრემიერ ლიგაში 2015 წელს დაბრუნდა და „ლესტერს“ ჩაუდგა სათავეში და დაუჯერებელ ჩემპიონობამდე მიიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპი: “ზოგს სურს, რომ მანჩესტერ სიტი დედამიწიდან გაქრეს“
პეპი: “ზოგს სურს, რომ მანჩესტერ სიტი დედამიწიდან გაქრეს“