ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება | ზურიკო დავითაშვილი L'Equipe-ის სიმბოლურში
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „ოსერს“ დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა ფენომენალური შთაბეჭდილება დატოვა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და მისი ბრწყინვალე გამოსვლა L’Equipe-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა და ზურიკო ტოპ 11-ში შეიყვანა. დავითაშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო და L’Equipe-მა მას 8 ქულა არგუნა. ქართველი გარემარბის გარდა, 8 ქულა შევალიეს, ნაკამურასა და ბენ სეგირს დაუწერეს.
Davitashvili, hat-trick hero for Saint-Étienne ???????????? pic.twitter.com/v7nJp8TbXq
— Ligue 1 English (@Ligue1_ENG) October 7, 2024
„ოსერთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ზურიკო ბევრმა ცნობილმა გამოცემამ შეაქო. Le Parisien-ის მიხედვით, დავითაშვილს დიდებული მატჩი ჰქონდა და ბევრი მომენტი შექმნა. ფრანგული პორტალის ვარაუდით, არის შანსი, აღნიშნული შეხვედრა ახალგაზრდა გარემარბისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს.
ცნობისთვის, დავითაშვილისთვის „სენტ-ეტიენში“ ეს მეშვიდე მატჩი იყო და სამ გოლთან ერთად, მის ანგარიშზე 2 შედეგიანი გადაცემაა. „მწვანეებს“ 7 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებენ.