ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ქომაგთა ახალი რჩეული სწრაფად გახდა“ | Eurosport-მა ზურიკო შეაქო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ კედლებში „ოსერს“ დაუპირისპირდა. „მწვანეებმა“ 3:1 იმარჯვეს და ქართველმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, რაც ცნობილი სპორტულ გამოცემას, Eurosport-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და დავითაშვილი ტურის ტოპ მოთამაშეთა შორის დაასახელა.

„რაღაც განსაკუთრებული ხდება, როცა სენტ-ეტიენი სტად ჟოფრუა-გიშარზე თამაშობს. მწვანეებს მიმდინარე სეზონში ორი მატჩი აქვთ მოგებული და ორივეჯერ სამი ქულა საშინაო კედლებში აიღეს. ბოლო ტურში, მათ ოსერი 3:1 დაამარცხეს და სამივე გოლი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა.

ჰეთ-თრიქის ავტორმა ქართველმა გარემარბმა მობილურობითა და ეფექტურობით გაიბრწყინა. შემტევი უნარების გარდა, დავითაშვილმა თავი ბურთის გარეშე მოძრაობითაც წარმოაჩინა და პრესინგს აქტიურად თამაშობდა. ეს საჭირო უნარია ფეხბურთელისთვის, რომელიც სენტ-ეტიენის ქომაგების ახალი რჩეული სწრაფად გახდა“.

ცნობისთვის, დავითაშვილისთვის „სენტ-ეტიენში“ ეს მეშვიდე მატჩი იყო და სამ გოლთან ერთად, მის ანგარიშზე 2 შედეგიანი გადაცემაა. „მწვანეებს“ 7 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუნინი საქართველოსთან ვერ ითამაშებს | პრობლემები უკრაინის ნაკრებში
ლუნინი საქართველოსთან ვერ ითამაშებს | პრობლემები უკრაინის ნაკრებში