ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„კვარას როლი უკვე შეუცვალა“ | ბონუჩი ანტონიო კონტესა და მის ნაპოლიზე

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეონარდო ბონუჩიმ ანტონიო კონტესა და მის „ნაპოლიზე“ ისაუბრა. ბონუჩიმ ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლილ როლზე გაამახვილა და განაცხადა, რომ კონტე წარმატების მისაღწევად საჭირო იდეებს ყოველთვის პოულობს.

„კონტეს შეუძლია, გუნდში არსებული ატმოსფერო მოკლე პერიოდში გააუმჯობესოს და ფეხბურთელს სულში ჩასწვდეს. ის ყოველთვის პოულობს სათანადო გასაღებს, რათა მოთამაშის გონებაში შეაღწიოს. ანტონიო დეტალებზე ორიენტირებული სპეციალისტია. მან იცის, რომ ფეხბურთი შეიცვალა და საკუთარი 3-5-2 ტაქტიკაც შეცვალა. ნაპოლიში მას თავისი იდეები აქვს და ფეხბურთელები ბოლომდე მიჰყვებიან.

კვარაცხელია მოედნის ცენტრალურ ნაწილში მოქმედებს, რასაც აქამდე არ აკეთებდა. სპალეტის ფორმაციის გუნდში, ყოველთვის ფლანგზე თამაშობდა, კონტემ კი დაარწმუნა, რომ მისი გზა სწორი გზაა. ანტონიო საოცარი სპეციალისტია. ის პოულობს რესურსებს, რომელთა აღმოჩენაც ძალიან ძნელია. მასთან ლაპარაკის შემდეგ, ისეთი დამუხტული ხარ, რომ გინდა მოედანზე გახვიდე და საუკეთესო თამაში აჩვენო.

რა არის მისი მიზანი? კონტეს სკუდეტოს მოგება სურს. მან იცის, რომ გუნდს რთული პერიოდი აუცილებლად დაუდგება და სურს, ყველამ სიმშვიდე შეინარჩუნოს. ჩემპიონობისთვის ბრძოლა მარტივი ნამდვილად არ იქნება და ნაპოლის ძლიერი კონკურენტები ჰყავს“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გამართავს და „ემპოლის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საბას ვეტყვი, რომ ნაკრებში გამუდმებით ფეხებში ურტყას“ - ემპოლის მწვრთნელმა კვარაზე იხუმრა
„საბას ვეტყვი, რომ ნაკრებში გამუდმებით ფეხებში ურტყას“ - ემპოლის მწვრთნელმა კვარაზე იხუმრა