სერგეი რებროვი, ანდრეი ლუნინი
Aa
Aa

ლუნინი საქართველოსთან ვერ ითამაშებს | პრობლემები უკრაინის ნაკრებში

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას ერთა ლიგის ეგიდით გამართავს. 11 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:45-ზე, „ჯვაროსნები“ უკრაინას დაუპირისპირდებიან. მატჩს პოლონეთი უმასპინძლებს და „ლურჯ-ყვითლებს“ ფონს გასვლა სერიოზული საკადრო პრობლემებით მოუწევთ.

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სერგეი რებროვის საბოლოო განაცხადში ანდრეი ლუნინი და ანდრეი იარმოლენკო ვერ მოხვდნენ. მათ ნაცვლად, „ლურჯ-ყვითლების“ თავკაცმა ეროვნულ გუნდში დმიტრო რიზნიკი და ოლექსანდრ ნაზარენკო გამოიძახა.

იარმოლენკო გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. იწერებოდა, რომ ის მომჯობინდებოდა, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამართლდა. „რეალის“ მეკარეს რაც შეეხება, ლუნინს ვირუსული ინფექცია აქვს და ექიმებმა საქართველოსთან მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ორი ტურის შემდეგ, საქართველოს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. უკრაინას ქულა ჯერ არ აუღია და ალბანეთთა და ჩეხეთთან დამარცხდა. ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების გარდა, უკრაინას ვიტალი მიკოლენკო, ვიქტორ ციგანკოვი და ტარას სტეპანენკოც არ ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკება ჩიხშია  | რას უპასუხებს დე ლაურენტისი ჯუღელის კონტრშეთავაზებას?
მოლაპარაკება ჩიხშია | რას უპასუხებს დე ლაურენტისი ჯუღელის კონტრშეთავაზებას?