დენის აპია: ზუკა არ მაკვირვებს, რადგან მას დიდებული რაღაცების კეთება შეუძლია
„სენტ-ეტიენის“ ქართველმა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა „ოსერთან“ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და „მწვანეებს“ უშუალო კონკურენტთან დაპირისპირებაში, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
ზურიკოს თანაგუნდელმა, დენის აპიამ One Football-თან მისი შესაძლებლობები შეაფასა და აღფრთოვანება ვერ დამალა.
„ზუკა არ მაკვირვებს, რადგან მას დიდებული რაღაცების კეთება შეუძლია. ჩვენ ის უკვე ვიხილეთ „ბორდოში“ გასულ სეზონზე. ბოლო მატჩებში ის ნაკლებად წარმატებული იყო, მაგრამ პროვოცირება კარგად გამოსდის და როცა მას ბურთს ესვრიან, რთული გასაგებია, რის გაკეთებას აპირებს.
მისი წაქცევა რთულია. მას კარგი ტექნიკა აქვს, სწრაფად დარბის, არ ეშინია თამაშის, ბურთის წართმევის. მიხარია მისი წარმატება, რადგან სეზონის დასაწყისიდან ბევრს მუშაობდა“, - თქვა აპიამ.
ზურიკო დავითაშვილისთვის „სენტ-ეტიენში“ ეს მეშვიდე მატჩი იყო და ამ დროის განმავლობაში, მან სამ გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო. „სენტ-ეტიენმა“ მიმდინარე სეზონში მე-2 მატჩი მოიგო.
7 ტურის შემდეგ ზურიკოს გუნდი სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. „სენტ-ეტიენი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 19 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავს.