თორნიკე კვარაცხელია, გიორგი ლაგვილავა, ანდრია ჩხაიძე, გიორგი გიორგაძე, ალექსანდრე კუნჭულია
Aa
Aa

ანგარიში უმცროსმა კვარამ გახსნა | 16-წლამდე ნაკრებმა თურქმენეთი გაანადგურა

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ერზურუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა თურქმენეთთან გამარჯვებით დაასრულა.

სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში გიორგი ლაგვილავას საგოლე გადაცემით თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა. მეორე გოლი გიორგი გორგაძემ შეაგდო. თამაშის მიწურულს ალექსანდრე კუნჭულიამ და ანდრია ჩხაიძემ გაიტანეს.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: გიგა გიგაური, ლუკა გიორგაძე (ლუკა კოვზაძე 86), ლუკა შარიქაძე, იოანე გოგიჩაიშვილი, დავით ცქვიტაია, ანდრია ფოცხვერია, გიორგი გიორგაძე (გიორგი ჯამარაული 86), ლუკა ხელაძე, გიორგი ლაგვილავა (ნიკოლოზ თედორაძე 76), სანდრო მიქაუტაძე (კ) (ანდრია ჩხაიძე 70), თორნიკე კვარაცხელია (ალექსანდრე კუნჭულია 76)

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა კიდევ ორი მატჩი ჩაატარა, ყირგიზეთს მოუგო (0:3) და უზბეკეთთან დამარცხდა (4:1).

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე შედეგიანი გიორგი გიორგაძე იყო, ყირგიზეთთან დუბლი შეასრულა და ბოლო მატჩში თურქმენეთს გაუტანა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას ძმას, თორნიკეს აქტივში 2 გოლია, უზბეკეთთან და თურქმენეთთან გამოიჩინა თავი. თორნიკეს მსგავსად ანდრია ჩხაიძემაც ტურნირი 2 გოლით დაასრულა, ყირგიზეთსა და თურქმენეთს გაუტანა.

სანდრო კობახიძის გუნდი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩებისთვის მზადებას გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები