თოფურია: მახაჩევთან ბრძოლა მალე იქნება
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში ფანებისადმი მიმართვისას, ისლამ მახაჩევთან შესაძლო ბრძოლაზე ილაპარაკა, რომელიც მსუბუქ წონაში გამოდის.
„რამდენჯერ შეიძლება ამაზე კითხვა დასვან? ეს ბრძოლა აბსოლუტურად შესაძლებელია - მახაჩევთან ბრძოლა მალე იქნება. იმედი მაქვს, ის ჰოლოუეის შემდეგ, ჩემი მომდევნო მეტოქე იქნება“, - თქვა „ელ მატადორმა“.
თოფურიამ მახაჩევზე რამდენიმე დღის წინაც ილაპარაკა: „ის შესანიშნავი მებრძოლია და ამავდროულად, ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება ოქტაგონზე სრულიად შესაძლებელია. მხოლოდ ოქტაგონზე დავთანხმდები ისლამთან შეხვედრას. არის მეორე გზაც, მაგრამ ქუჩაში ჩხუბი არ მსურს, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი მკურნალობის დაფინანსება და კოლოსალური სამედიცინო ხარჯების გაღება მომიწევს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.
თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება. „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.
რაც შეეხება მახაჩევს, მან მსუბუქ წონით დივიზიონში უკანასკნელად ივნისში იჩხუბა და ჯასტინ გეიჯზე ძლიერი აღმოჩნდა.