ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

შემთხვევითი არ არის, რომ კონტე თითქმის ყოველთვის ცვლის - იტალიური მედია კვარაზე

ცნობილი იტალიური გამოცემა, Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ქართველ შემტევს მნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა.

რა წერია სტატიაში:

„შემთხვევითი არ არის, რომ კვარა ჩემპიონატის საწყის 7 მატჩში ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის იცვლება. შეუცვლელად მხოლოდ „ბოლონიასთან“ და „პარმასთან“ ითამაშა. სამოსი, რომელიც მკერავმა კონტემ ქართველს შეუკერა, ენერგიის მნიშვნელოვან ხარჯვას გულისხმობს და ყველა მატჩში თითქმის ორმაგად ტვირთავს. ამის გამო, კვარას ფეხებში საწვავი ფაქტობრივად აღარ რჩება და ის მოედნიდან თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე დროს გადის. ამით კონტემ კიდევ ერთხელ გაუგზავნა მესიჯი, რომ გუნდში ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ქართველი შემტევის გუნდი სატურნირო ცხრილს 16 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. „ნაპოლიმ“ ბოლო ტურში კომო 3:1 დაამარცხა, ანტონიო კონტემ კი ხვიჩა 76-ე წუთზე შეცვალა. ნეაპოლური კლუბი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 20 ოქტომბერს, სტუმრად, საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიონმა ნანტს მოუგო - მიქაუტაძემ 83-ე წუთიდან ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო
ლიონმა ნანტს მოუგო - მიქაუტაძემ 83-ე წუთიდან ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო