ხვიჩა კვარაცხელია, საბა გოგლიჩიძე, რობერტო დ\'ავერსა
Aa
Aa

„საბას ვეტყვი, რომ ნაკრებში გამუდმებით ფეხებში ურტყას“ - ემპოლის მწვრთნელმა კვარაზე იხუმრა

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა. ქართველის გუნდისთვის მიმდინარე სეზონში ეს პირველი მარცხი იყო.

მომდევნო ტურში, „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდება. დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ, ტოსკანელთა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დ’ავერსამ პრესკონფერენციაზე ამ შეხვედრის შესახებ ისაუბრა და ხუმრობით ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

რა თქვა დ’ავერსამ:

„გოგლიჩიძის და კვარას დუელი? საბას ვეტყვი, რომ სანაკრებო შეკრებაზე კვარაცხელიას განუწყვეტლივ ურტყას, ასე, შესაძლოა ჩემპიონატში ჩვენთან ვერ ითამაშოს. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ამას რომ თავი დავანებოთ, გვინდოდა, რომ სანაკრებო შესვენებაზე მარცხის გარეშე გავსულიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. მაგრამ ბიჭებისთვის, მიზნისკენ მიმავალ გზაზე არაფერი იცვლება. „ნაპოლისთან“ მატჩზე ხვალიდან დავიწყებ ფიქრს“.

7 ტურის შემდეგ, „ემპოლის“ იტალიის ჩემპიონატში 2 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება, „ნაპოლი“ კი 16 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შტურმმა ზალცბურგი გაანადგურა - კიტეიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
შტურმმა ზალცბურგი გაანადგურა - კიტეიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო