„ჩემპიონები არ გარბიან“ - უმარი ისევ დვალიშვილს ითხოვს
მას შემდეგ რაც სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში რუსი პიოტრ იანისა და ბრაზილიელი დეივისონ ფიგერედოს ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა, ცხადი გახდა, რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ძალიან დიდი ალბათობით, უმარ ნურმაგომედოვი უნდა იყოს. თუმცა, სანამ ამ ყველაფერს UFC-ის ხელმძღვანელობა არ დაადასტურებს, რუსი მებრძოლი საუბარს არ წყვეტს და სოციალური ქსელის საშუალებით ქართველი „მანქანის“ გამოწვევას ცდილობს. ამჯერად ნურმაგომედოვმა დვალიშვილს შემდეგნაირი მიმართვა გაუგზავნა
რას ამბობს უმარი
მერაბ დვალიშვილი ძალიან მხდალი ადამიანი აღმოჩნდა. რას აზრი აქვს გიწოდებდნენ ჩემპიონს, თუ მომდევნო მეტოქესთან შეხვედრის გეშინია? ჩხუბის თავიდან აცილება მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - შიშზე. ნამდვილი ჩემპიონები არ გარბიან.
როგორც წესი დაღესტნელი მებრძოლები რამადანის დროს არ ჩხუბობენ, ამიტომაც დვალიშვილი-ნურმაგომედოვის დაპირისპირება ან მანამდე, ან რამადანის შემდეგ ჩაინიშნება. თავად მერაბმა აღნიშნა, რომ მისი მომდევნო მოწინააღმდეგე სავარაუდოდ სწორედ უმარი იქნება, რადგან მას დიდი მხარდაჭერა აქვს.