გიორგი ქვილითაია, არისი, ომონია
Aa
Aa

დუბლი ომონიასთან - ქვილითაიამ არისს მოაგებინა

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი ქვილითიას „არისი“ საკუთარ მოედანზე „ომონიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:0 დაამარცხა.

ქართველი შემტევი „არისის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა. „ომონიას“ კარში ორივე გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

31 წლის თავდამსხმელმა პირველი გოლი 25-ე წუთზე, ბაიაბელას გადაცემის შემდეგ გაიტანა, 54-ე წუთზე კი სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. მთავარმა მწვრთნელმა ქვილითაია 76-ე წუთზე შეცვალა.

ქართველი შემტევისთვის დღევანდელ მატჩში გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში მე-4 იყო. მისი გუნდი კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები