ბოლო სეზონი
Aa
Aa

დღეს „ბოლო სეზონი 2“-ის პრემიერა შედგება

დღეს, 22:00 საათზე ქართული ფეხბურთის შესახებ გადაღებული პირველი მასშტაბური სერიალის, „ბოლო სეზონის“ მეორე სეზონის პრემიერა შედგება.

სერიალის მაყურებელს, პირველი სერიის ხილვა ერთდროულად ორ პლატფორმაზე, „ბოლო სეზონის“ Youtube-არხსა და ვებ-გვერდ bolosezoni.ge-ზე შეეძლებათ.

სიუჟეტი კვლავ საფეხბურთო კლუბ „მიმინო 1919“-ის გარშემო იქნება განვითარებული, რომელიც „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ ასპარეზობს.

„ბოლო სეზონი“ „კრისტალბეთის“ მხარდაჭერითა და ინიციატივით, კომპანია „Film Asylum“-მა გადაიღო. სერიალის მიზანი საქართველოში ყველასთვის საყვარელი სპორტის სახეობის და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ პოპულარიზაციაა. მაყურებელი „ბოლო სეზონი 2“-ის ახალ სერიებს ყოველ კვირას, 22:00 საათზე Youtube-არხსა და bolosezoni.ge-ზე იხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები