ლაციო, ემპოლი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ემპოლიმ პირველად წააგო - გოგლიჩიძე კვლავ სასტარტოში იყო

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა. საგულისხმოა, რომ ტოსკანელებისთვის ეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იყო.

საბა გოგლიჩიძე სტუმართა შემადგენლობაში ზედიზედ მე-5 მატჩში გამოჩნდა სასტარტოში და ბოლომდე შეუცლველად ითამაშა.

შეხვედრაში თავდაპირველად „ემპოლი“ დაწინაურდა. „ლაციოს“ კარში გოლი მე-9 წუთზე, ესპოზიტომ გაიტანა. მასპინძლებმა წონასწორობა პირველი ტაიმის მიწურულს, ძაკანის გოლით აღადგინეს. გამარჯვების გოლი კი 84-ე წუთზე, პედრომ გაიტანა.

რაც შეეხება საბა გოგლიჩიძის სტატისტიკას, 20 წლის მცველი ბურთს 36-ჯერ შეეხო. 29-დან 22 პასი ზუსტად შეასრულა. 3 პოზიციური და 3 საჰაერო დუელიდან თითო-თითო მოიგო. მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა. სახიფათო იერიში ერთხელ განმუხტა და ერთი წარმატებული ვარდნა ჰქონდა. ანალიტიკური ვებ-გვერდის, Sofascore-ს მიერ 6.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც „ემპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო.

7 ტურის შემდეგ, „ემპოლის“ იტალიის ჩემპიონატში 2 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში კი 10 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ტოსკანელებს მომდევნო შეხვედრა სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 20 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები