ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

2 მოხსნა ორმაგ დუბლამდე - ბურჯანაძის ლეიმა კუნძულებზე დამარცხდა

ლიგა ენდესას სენსაციური სტარტისა და პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონის, მადრიდის „რეალის“ ძლევის შემდეგ, „ლეიმა კორუნიამ“ მეორე ტურში გაცემული ავანსები ვეღარ გაამართლა და კანარის კუნძულებზე ადგილობრივ „გრან კანარიასთან“ 8-ქულიანი სხვაობით, 72:80 დამარცხდა. წაგების მიუხედავად, გალისიური კლუბის ქართველ ლეგიონერს ბექა ბურჯანაძეს სუსტად არ უთამაშია და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.

საქართველოს ნაკრების 30 წლის კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 28 წუთში 10 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა დააგროვა. მან სამიდან ერთი სამქულიანი, ექვსიდან ორი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ზუსტად ისროლა. რვიდან ექვს შემთხვევაში ბურთი დაცვაში, ორჯერ კი შეტევაში თამაშის დროს მოხსნა, ერთი დაკარგვა ჰქონდა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

თითო მოგება-წაგებით 18-გუნდიან ლიგა ენდესაში „ლეიმა კორუნია“ მეათე ადგილზეა. მომდევნო ტურში ბექა ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები 12 ოქტომბერს, სტუმრად „მორაბანკ ანდორას“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 12 ქულა - ვირტუსმა ევროლიგა მარცხით დაიწყო
შენგელიას 12 ქულა - ვირტუსმა ევროლიგა მარცხით დაიწყო