ნანტი, გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

ლიონმა ნანტს მოუგო - მიქაუტაძემ 83-ე წუთიდან ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ნანტს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა.

ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 83-ე წუთიდან, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 2:0 იყო. დარჩენილ დროში მიქაუტაძემ მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ერთი შანსი მიიღო, თუმცა, მისი დარტყმული „ნანტის“ მეკარემ მოიგერია. მალევე, ქართველმა შემტევმა სტუმართა კარის მიმართულებით კიდევ ერთხელ დაარტყა და ამჯერადაც, სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „ლიონმა“ ანგარიში 22-ე წუთზე, ნიკოლა ტალიაფიკოს გოლით გახსნა, 54-ე წუთზე კი პალუას ავტოგოლით ანგარიში 2:0 გახდა.

7 ტურის შემდეგ „ლიონი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, გიორგი მიქაუტაძეს კი საგოლე მოქმედება ამ დრომდე არ ჰქონია. პიერ საჟის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 20 ოქტომბერს „ლე ავრის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები