ვახტანგ მეიფარიანი, ლევან სალუქვაძე
Aa
Aa

არჩევნები ხელბურთის ფედერაციაში - მეიფარიანმა პოსტი შეინარჩუნა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ხელბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ერთადერთ კანდიდატს ვახტანგ მეიფარიანს, რომელიც ფედერაციას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, დელეგატებმა მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს და მან პოსტი კიდევ ერთი ვადით შეინარჩუნა.

საარჩევნო პროცედურის დაწყებამდე, მეიფარიანმა განვლილი წლები შეაჯამა და ფედერაციაში შემავალ წევრებმა ხელბურთის განვითარების პროგრამა გააცნო. ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი 2024-2028 წლებში მწვრთნელთა გადამზადება, კლუბების დაფინანსების გაზრდა და მათი ევროთასებზე სისტემატური მონაწილეობა იქნება.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან ყრილობის დელეგატებს საკუთარი გუნდი წარუდგინა - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლევან სალუქვაძე, გენერალური მდივანი კი ლევან გელაშვილი იქნება. ყრილობაზე ასევე დამტკიცდა პრეზიდიუმის 5-კაციანი შემადგენლობა, რომელშიც მერაბ მეტრეველი, ბაქარ ორჯონიკიძე, ლანა მარგიანი, ნიკოლოზ სვიმონიშვილი და გიორგი კარტოზია იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა ხელბურთელებმა ბოსნია & ჰერცეგოვინას მოუგეს
ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა ხელბურთელებმა ბოსნია & ჰერცეგოვინას მოუგეს