ქუთაისი 2010, გიორგი კორსანტია
Aa
Aa

სუპერთასი ქვეყნის ჩემპიონმა მოიგო - ქუთაისმა თსუ-ს აჯობა

ლეგენდარული კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მფლობელი „ქუთაისი“ გახდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „თბილისი არენას“ დარბაზში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს 18-ქულიანი სხვაობით, 86:68 აჯობა. „თსუ“-მ თამაში კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 4-ქულიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა ამის შემდეგ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონებმა სიტუაცია გამოასწორეს და მათი უპირატესობა ეჭვქვეშ წუთითაც არ დამდგარა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო „ქუთაისისა“ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 20 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რითაც ორმაგი დუბლი შეასრულა. ორი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე ეროვნული გუნდის კიდევ ერთ წევრს გიორგი ოჩხიკიძეს, რომლის აქტივშიც 18 ქულა, 8 მოხსნა და 6 ასისტი გახლდათ. რაც შეეხება თსუ-ს, ლექსო ლაფანაშვილის მომზადებული კალათბურთელებიდან ყველაზე შედეგიანი 11 ქულით ბაქარ ბერეკაშვილი იყო.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ რუსთავში დუდუ დადიანის საკალათბურთო მემორიალი დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი გახდა. საქართველოს სუპერლიგის წლევანდელი გათამაშება კი სტარტს 11 ოქტომბერს აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქუთაისი საქართველოს ჩემპიონია - საკალათბურთო სუპერლიგა დასრულდა
ქუთაისი საქართველოს ჩემპიონია - საკალათბურთო სუპერლიგა დასრულდა