ბარსელონა, ჰანსი ფლიკი, ალავესი, ვოიცეხ შჩესნი
Aa
Aa

ფლიკი: “შესნი? დიდებულ ფორმაშია, მაგრამ ალავესთან არ ითამაშებს“

ალავესთან გასამართი მატჩის წინ, ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

ფლიკი:

„წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და კონცენტრირებულები ვართ. მორიგი 3 ქულის აღება გვინდა. ვოიცეხ შჩესნიმ კარიერა დაასრულა, მაგრამ ის დიდებულ ფორმაშია. მას მაღალი ხარისხი და კოლოსალური გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, პოლონელი ძალიან დაგვეხმარება. მიუხედავად ამისა, ის ალავესის წინააღმდეგ არ ითამაშებს, რადგან დრო სჭირდება. ვოიცეხის დებიუტი სანაკრებო პაუზის შემდეგ შედგება.

უკვე ვთქვი და გავიმეორებ, ოსასუნასთან მატჩამდე ძალიან ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ და როტაცია აუცილებელი იყო. იმედი მაქვს, ხვალ განსხვავებულ სიტუაციას ვიხილავთ. სანაკრებო მატჩები? ეს არის ის, რასაც ვერ შევცვლით. ვნახოთ, რა მოხდება შესვენების შემდეგ. ასეთ დატვირთულ გრაფიკს უნდა შევეგუოთ. ფეხბურთელებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პატივია.

ხშირი ცვლილებები? ნორმალურია, რომ მოთამაშეები შეცვლის დროს ბრაზდებიან, მაგრამ ისინი ჩემს გადაწყვეტილებებს ეთანხმებიან. პამპლონაში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავიმეორეთ. ასე გამარჯვება უფრო გაგვიმარტივდება.“

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში ბარსელონა ოსასუნას ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. ალავესთან მატჩი 6 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.

ასევე გეტყვით, რომ ბარსელონას ბანაკში კარგი ამბებია. გუნდს დანი ოლმო გავი და ფერმინ ლოპესი უბრუნდებიან. ოლმო ბაიერნთან და რეალთან შეხვედრისთვის 100%-ით მზად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს გადატვირთული კალენდრის ბრალია“ - ანჩელოტი კარვახალის ტრავმაზე
“ეს გადატვირთული კალენდრის ბრალია“ - ანჩელოტი კარვახალის ტრავმაზე