ელ კლასიკოს გამოტოვებს? - ვინისიუსი ტრავმირებულია
მადრიდის რეალისთვის ვილიარეალთან მატჩი კატასტროფული აღმოჩნდა. მიუხედავად გამარჯვებისა, როგორც მოგეხსენებათ, დანი კარვახალმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მისთვის სეზონი დასრულდა.
ეს ინფორმაცია ბლანკოსის გულშემატკივრებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
მატჩის მიწურულს, ვინისიუსმა ტკივილი იგრძნო და კარლო ანჩელოტიმ გაიყვანა. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს მხრის დაზიანება აქვს და აღდგენით პროცესს საჭიროებს.
წინასწარი ვარაუდის მიხედვით, ვინის რეაბილიტაციას დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება. ამ შემთხვევაში კი ის ელ კლასიკოს გამოტოვებს, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო მძიმე ტრავმა. საფეხბურთო ექსპერტები ამას გადატვირთულ კალენდარს აბრალებენ.
ჯვარედინი მყესები გაიწყვიტეს ბრემერმა, როდრიმ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და კიდევ სხვა რამდენიმე ფეხბურთელმა.