ვილიარეალი, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, დანიელ კარვახალი
Aa
Aa

“ეს გადატვირთული კალენდრის ბრალია“ - ანჩელოტი კარვახალის ტრავმაზე

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ვილიარეალს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ სამეფო კლუბისთვის სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა.

მატჩის მიმდინარეობისას, დანიელ კარვახალმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. ესპანელმა უკანახაზელმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე სეზონში ის მადრიდის რეალს ვეღარ დაეხმარება.

მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„კარვახალის ტრავმა მძიმეა. ყველა მოწყენილები ვართ. მოხდა ისეთი რაღაც, რაც ხშირად ხდება. ამის მიზეზი გადატვირთული კალენდარია. დანი ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია, მას კოლოსალური გამოცდილება აქვს. ვესაუბრე და ძალიან იმედგაცრუებულია.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მსგავსი დაზიანება არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო, მათ შორის მანჩესტერ სიტის სუპერვარსკვლავმა როდრიმ.

რაც შეეხება რეალს, ანჩელოტის გუნდს ლა ლიგაში 21 ქულა აქვს და ბარსელონას გაუთანაბრდა, თუმცა კატალონიელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. შემდეგ ტურში, ბლანკოსი ვიგოს სელტას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი სიახლე ფლიკისთვის - ოლმო, გავი და ფერმინი ბრუნდებიან
კარგი სიახლე ფლიკისთვის - ოლმო, გავი და ფერმინი ბრუნდებიან