რომან დოლიძე, კევინ ჰოლანდი
Aa
Aa

რომან დოლიძე: “მივმართავ UFC-ის, შემდეგი ბრძოლა დეკემბერში მსურს“

UFC 307-ზე საშუალო წონაში რომან დოლიძე კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდა და მარტივად დაამარცხა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, დოლიძემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დოლიძემ?

„ვფიქრობ, ამ დივიზიონის ტოპ მებრძოლი ვარ. შემდეგი ბრძოლა ხამზატ ჩიმაევსა და რობერტ უიტეკერს შორის გამარჯვებულთან მსურს. ორივე დიდებული მებრძოლია. ბოდიში, მაგრამ ვიცი რომელიც წააგებს. მივმართავ UFC-ის, ჩხუბი დეკემბერში მსურს. არ ვიცი, როგორ გააკეთებთ ამას, მაგრამ დაბრუნება მინდა!“

ცნობისთვის, ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა. პირველივე რაუნდში, ქართველმა მებრძოლმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და კევინს ნეკნი გაუტეხა, რის შემდეგაც ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. შესაბამისად, ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვებული რომან დოლიძე გახდა.

ცნობისთვის, დოლიძემ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა და დღევანდელი გამარჯვება მისთვის მე-14 იყო. (UFC-ში მე-8). ასევე გეტყვით, რომ რომანმა 14 მოგებული ბრძოლიდან, 8 პირველივე რაუნდში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დვალიშვილთან მარცხს ვერ ივიწყებს“ - ჰარისონმა სეხუდო დაამცირა
„დვალიშვილთან მარცხს ვერ ივიწყებს“ - ჰარისონმა სეხუდო დაამცირა