ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ამით გაოგნებული დავრჩი“ - ცნობილი ჟურნალისტი კვარას ეპიზოდზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა, ენრიკო ვარიალემ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში „ნაპოლისა“ და „კომოს“ მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. ვარიალე პენალტის ეპიზოდს შეეხო, რომელიც მთავარმა მსაჯმა უყურადღებოდ დატოვა და VAR-ზეც არ გადაამოწმა.

რას ამბობს ვარიალე:

„კომომ“ შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ „ნაპოლის“ სპექტაკლი ბრწყინვალე იყო. კონტემ გვაჩვენა, რომ დაუფასებელი მატჩი არ იყო და ყველა მეტოქეს სერიოზულად უდგება. პირველი გოლის შემდეგ „ნაპოლიმ“ იფიქრა, რომ მარტივად მოიგებდა, მაგრამ „კომომ“ მათი მოლოდინები ჩაახშო და თამაში სათავისოდ შემოიტრიალა. ამის მიუხედავად, მეორე ნახევარში ფეხბურთელებმა სწორი დასკვნები გამოიტანეს და მეტოქეს ფაქტობრივად, შანსი აღარ მისცეს. ეს იყო ახალწვეულების გამარჯვება, კონკრეტულად კი რომელუ ლუკაკუსი, რომელმაც საქმის 65% გააკეთა. ლუკაკუ კიდევ იზრდება და მგონია, რომ გუნდისთვის უფრო სასარგებლო გახდება. რაც შეეხება კვარაცხელიას, მან ბრწყინვალება უნდა დაიბრუნოს. ის ამის გზას ადგას და დარწმუნებული ვარ, მალე უფრო მომაკვდინებელი იქნება“.

„რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, გაოგნებული დავრჩი, როცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. როდესაც მსაჯი ხარ, თამაშის დინამიკას კარგად უნდა გრძნობდე და თუ ასეთ ეპიზოდებში პენალტის არ დებ, ისიც უნდა ამიხსნა, რატომ უნდა დააგდონ ასე, ხელისკვრით კვარაცხელია მიწაზე, თანაც მაშინ, როდესაც გოლამდე ერთი ნაბიჯია. აშკარა იყო, რომ „კომოს“ მცველმა მას ორივე ხელით უბიძგა, ეს მიზანმიმართული უხეშობა იყო“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კომო“ 3:1 დაამარცხა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი მთავარმა მსაჯმა ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევის გამო აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

7 ტურის შემდეგ, იტალიის სერია A-ს 16 ქულით „ნაპოლი“ ერთპიროვნულად ლიდერობს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 20 ოქტომბერს სტუმრად საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Le Parisien: ზურიკომ სენტ-ეტიენის ფანების სახეებზე ღიმილი დააბრუნა
Le Parisien: ზურიკომ სენტ-ეტიენის ფანების სახეებზე ღიმილი დააბრუნა