ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი, ოლივიე დალ\\\'ოლიო
Aa
Aa

„სრულყოფილი მატჩი ჰქონდა“ | სენტ-ეტიენის თავკაცი ზურიკოზე

„ოსერთან“ მოგებული მატჩის შემდეგ (3:1) „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლივიე დალ'ოლიომ ჰეთ-თრიკის ავტორი, ზურიკო დავითაშვილი შეაქო და განაცხადა, რომ დღევანდელი მატჩი ზურიკოსთვის შესაძლოა გარდატეხის მომენტად იქცეს.

რა თქვა დალ'ოლიომ:

„ზურიკოს დიდებული მატჩი ჰქონდა და კიდევ უფრო კარგი შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ ბევრი მომენტი შექმნა. თუმცა, მსურს ყველა შემტევი გამოვყო. ბენ ოლდს დიდი გავლენა ჰქონდა, იბრაჰიმ სისოკომ პარტნიორებს სივრცეები შეუქმნა. ზურიკო დავითაშვილს სრულყოფილი მატჩი ჰქონდა. ეს შესაძლოა მისთვის გარდატეხის მომენტი გახდეს. ზაფხულში, ამხანაგური მატჩების დროს მასში რაღაცები დავინახეთ. მას აქვს გარკვეული უნარები, თუმცა ასევე შეუძლია გაუმჯობესება“.

ზურიკოს ჰეთ-თრიკი

ზურიკო დავითაშვილისთვის „სენტ-ეტიენში“ ეს მეშვიდე მატჩი იყო და ამ დროის განმავლობაში, მან სამ გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო. „სენტ-ეტიენმა“ მიმდინარე სეზონში მე-2 მატჩი მოიგო.

7 ტურის შემდეგ ზურიკოს გუნდი სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. „სენტ-ეტიენი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 19 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს ზღაპრული მატჩი - ჰეთ-თრიკი და გამარჯვება ოსერთან
ზურიკოს ზღაპრული მატჩი - ჰეთ-თრიკი და გამარჯვება ოსერთან