„საოცარი დღე იყო“ - ზურიკოს პირველი კომენტარი ჰეთ-თრიკის შემდეგ
ფრანგული „სენტ-ეტიენის“ ქართველმა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც ლიგა 1-ის მატჩში „ოსერის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„მადლობა მხარდაჭერისთვის. საოცარი დღე იყო. ვამაყობ ჩვენი გუნდით. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პირველი ჰეთ-თრიკის გამო. ასე უნდა გავაგრძელოთ“.
???? Vous avez un nouveau message d'un homme qui souhaite vous dire merci, même si c'est nous qui avons envie de le remercier. pic.twitter.com/6fkQfTcdjA
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) October 5, 2024
ზურიკოს ჰეთ-თრიკი
ზურიკო დავითაშვილისთვის „სენტ-ეტიენში“ ეს მეშვიდე მატჩი იყო და ამ დროის განმავლობაში, მან სამ გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო. „სენტ-ეტიენმა“ მიმდინარე სეზონში მე-2 მატჩი მოიგო.
7 ტურის შემდეგ ზურიკოს გუნდი სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. „სენტ-ეტიენი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 19 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავს.