გრანადამ მოიგო - წიტაიშვილმა 78 წუთი ითამაშა
ლა ლიგა 2-ის მე-8 ტურში „გრანადა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი წიტაიშვილი იცავს, სტუმრად „მირანდესს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა - ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე კამილ იოზვიაკის პასის შემდეგ „გრანადას“ ისრაელელმა ფორვარდმა, შონ ვაისმანმა გაიტანა.
რაც შეეხება წიტაიშვილს - მან მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე 78 წუთი ითამაშა და Sofascore-ისგან 6,5-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: დრიბლინგის 1 წარმატებული მცდელობა, ბურთთან 19 შეხება, 8-დან 4 ზუსტად შესრულებული პასი, 4-დან 2 პოზიციური დუელის მოგება და 11 დაკარგული ბურთი.
წიტაიშვილს მეტოქის კარისკენ არ დაურტყამს, ერთხელ დაარღვია თამაშის წესები და ერთხელ მეტოქის ფეხბურთელს დაარღვევინა.
მატჩის საუკეთესო მომენტები:
8 მატჩის შემდეგ „გრანადა“ 10 ქულით ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზე იმყოფება და მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს „კორდობას“ წინააღმდეგ გამართავს, წიტაიშვილი კი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.