საბა ქარდავა
Aa
Aa

საბა ქარდავა ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

ქართველმა ძიუდოისტმა საბა ქარდავამ (+100 კგ) ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლისთვის ბრძოლაში მან არსენ კაძაევი დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

პირველ წრეში საბამ ჩინელი ინგჯი ლუ, მეორე წრეში კი ირანელი მოჰამადმაჰდი მაზლუმლაპვანდანი დაამარცხა.

1/4-ფინალში საბა ქარდავას მეტოქე თურქეთის წარმომადგენელი იბრაჰიმ თათაროღლუ იყო, რომელთანაც საბამ ბრძოლა იპონით დათმო.

თათაროღლუმ ფინალში გასვლა მოახერხა, ამიტომ საბამ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ჯერ ამერიკელი ალექს სემენენკო, ხოლო შემდეგ კაძაევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აბუ-დაბის გრანდ სლემზე, ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე, ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია