ლუკა ლაცაბიძე
Aa
Aa

„ლაცაბიძე ამას განსაკუთრებით განიცდის“ - ჩერნომორეცის მწვრთნელი აფეთქებებზე

უკრაინული „ჩერნომორეცის“ 20 წლის ქართველ ლეგიონერს ლუკა ლაცაბიძეს, რუსეთთან ომით გამოწვეულ ვითარებასთან შეგუება უჭირს. ამის შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ბაბიჩი საუბრობს.

- ოდესაში საჰაერო თავდასხმები თითქმის ყოველ ღამე ხდება. როგორ აღიქვამენ ლეგიონერები აფეთქებებს, ბალისტიკურ რაკეტებს და თვითმკვლელ ტერორისტებს?

„ბრაზილიელები ამას მეტ-ნაკლებად ნორმალურად აღიქვამენ, მაგრამ ლაცაბიძე, როგორც მათზე ახალგაზრდა, ძალიან შეშფოთებულია. მაგრამ ნიგერიელი კინგსლი ანიაგბოსო და გამბიელი მოსე ჯარჯუ, უკრაინაში აქამდეც თამაშობდნენ, ისინი საჰაერო დრონების იერიშებს ასე მძიმედ არ აღიქვამენ. მოსალოდნელია, რომ მალე ისინი ნორმალურ თამაშსა და სამუშაო მდგომარეობას დაუბრუნებიან“.

ლუკა ლაცაბიძე „შახტარის’’ საკუთრებაა, გასულ ზამთარში უკრაინულმა კლუბმა ქართველი ტალანტის სანაცვლოდ თბილისის „დინამოს’’ 700 000 ევრო გადაუხადა. მისი სიმაღლე 1,93 სანტიმეტრია. თბილისის „დინამოს’’ აღზრდილია, თუმცა პირველ გუნდში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. გასულ ზაფხულში შეკრება „შახტართან’’ ერთად გაიარა და „ჩერნომორეცს’’ იჯარით შეუერთდა.

20 წლის ლაცაბიძემ უკრაინის პრემიერლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი გუნდი 10 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: „ნერეში კვარას უკეთესს გახდის“
კასანო: „ნერეში კვარას უკეთესს გახდის“