ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„საზიზღარი ფეხბურთელი ვიყავი“ - ჟოზეს აღიარება ჟურნალისტთან

საკუთარი სამწვრთნელო შესაძლებლობებისგან განსხვავებით, ჟოზე მოურინიო თავის საფეხბურთო კარიერას პრაქტიკულად არასოდეს იხსენებს, რადგან ამ მხრივ საამაყო არაფერი აქვს. თუმცა, როდესაც ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ტვენტესთან“ (1:1) ფრედ დასრულებულ მატჩში, მისი გუნდის მარცხენა მცველის, ჯეიდენ ოსტერვოლდის ასპარეზობის შეფასება სთხოვეს, პორტუგალიელ სპეციალისტს წარსულის გახსენება მოუწია.

რა თქვა მოურინიომ

როგორ შევაფასებდი მის თამაშს? მუდამ მიჭირს იმ ადამიანებისთვის რაღაცეების ახსნა, რომელთაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშიათ. აი თქვენ, გითამაშიათ ფეხბურთი? მე - კი,  დაბალ დონეზე და საზიზღარი მოთამაშე ვიყავი.

როდესაც ხარ ამპლუით მცველი და გაქვს ყვითელი ბარათი, ეს სერიოზული პრობლემაა. ჯეიდენმა გაფრთხილება მიიღო მე-12 წუთზე და 75-ე წუთამდე მოუწია საკმაოდ ძლიერ ოპონენტთან გამკლავება, ეს კი ადვილი არ არის. ასე რომ, მის გამოსვლას დადებითად შევაფასებდი და ძლიერ მეტოქესთან აღებულმა ქულამაც გამახარა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო, რომელიც ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ფეხბურთელობის პერიოდში 1983 წლიდან 1987 წლამდე „სესიმბრას“ (35 მატჩი, 1 გოლი) და „კომერსიოს“ (27 მატჩი, 8 გოლი) ღირსებას იცავდა,

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიო: „ტენ ჰაგს ნდობა და მხარდაჭერა აქვს, მე კი არ მქონდა“
მოურინიო: „ტენ ჰაგს ნდობა და მხარდაჭერა აქვს, მე კი არ მქონდა“