ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„სურვილების გამოთქმის დროს ფრთხილად იყავი“ - მუჰამედი თოფურიას აფრთხილებს

ბოლო დროს ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის სამომავლოდ შესაძლო ჩხუბის თემაზე ბევრი იწერება. მიმდინარეობს ეგრეთწოდებული „ფრაზებით ომი“, რა დროსაც UFC-ის მებრძოლები სოციალურ ქსელებში, თუ სხვადასხვა პლატფორმებიდან ერთმანეთს იწვევენ.

ილიამ თქვა, რომ მახაჩევს სცემდა, ოღონდ ოქტაგონზე გალიაში და არა ქუჩაში, რადგან ასეთ შემთხვევაში სამედიცინო ხარჯების გაღებაც მას მოუწევდა. მის ამ განცხადებას გამოეხმაურა საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი ბელალ მუჰამედი, რომელმაც „ელ მატადორს“ სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„სურვილების გამოთქმის დროს ფრთხილად იყავი. შენს დივიზიონში ბევრი ბიჭი გყავს, რომლებთანაც ჯერ კიდევ მოგიწევს ბრძოლა. ილია ახლა იმ მომენტში იმყოფება, როცა ის დაუმარცხებელია და ბევრს ხმაურობს. ამიტომ ის ცდილობს ყველა მებრძოლი გამოიწვიოს. ის ახლა ამას თამაშობს. ეს არის თამაში, სადაც ის ცდილობს იყოს ახალი მაკგრეგორი, მაგრამ... მას არ ვურჩევ მახაჩევთან ურთიერთობის არევას.

მათთან სხვაგვარი ვითარებაა. გინდა ქუჩის ჩხუბი? ისინი ქუჩაში გეჩხუბებიან. ისლამს არ აინტერესებს ფულს გადაუხდიან თუ არა. თუ შენ, მას ან დაღესტანს არ სცემ პატივს, ის გასწავლის მის პატივისცემას.

რაც შეეხება თოფურიასა და ჰოლოუეის ბრძოლას, მე მაქსს მხარს ყოველთვის დავუჭერ. მომწონს ის როგორც იბრძვის. როგორც ბოლოს იბრძოლა, ვფიქრობ იგი კიდევ უფრო დაიხვეწა და ამჯერადაც მოიგებს. ორივე მებრძოლისთვის მთავარი იქნება, თუ როგორ იმოქმედებს მათზე აბუ დაბი. ვინ მოხვდება იქ პირველი. როგორ იგრძნობენ თავს... ვფიქრობ, მაქსი უფრო დიდი ხანია იბრძვის და სხვადასხვა სტილის მეტოქეებთან დაპირისპირების დიდი გამოცდილება აქვს.

თოფურიას ახლა აჟიოტაჟი აქვს, როგორც უკვე აღვნიშნე და ხანდახან თავს კომფორტულად გრძნობს. ილია ზედმეტად თვითდაჯერებული და მშვიდია. ვფიქრობ, მაქსს შეუძლია ამის გამოყენება და უპირატესობის მიღება“.

- განაცხადა ბელალ მუჰამედმა Helen Yee Sports-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოლიძე: უცნაურია, რადგან გრეპლერი ვარ, მაგრამ UFC-ში ეს არ გამომიყენებია
დოლიძე: უცნაურია, რადგან გრეპლერი ვარ, მაგრამ UFC-ში ეს არ გამომიყენებია