სერგეი რებროვი, იოზეფ საბო
Aa
Aa

მომავალი მეტოქე - საბოს საქართველოსთან მოგების იმედი აქვს

უეფას ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებში ჯერ პოზნანში ალბანეთთან (1:2), ხოლო შემდეგ სტუმრად ჩეხეთთან (2:3) დამარცხების გამო, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვი მედიის წარმომადგენლებმა უზომოდ გააკრიტიკეს.

ჩვენი მომავალი მეტოქის ბანაკში, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში დაუპირისპირდება, დალაგებული სიტუაცია ნამდვილად არ არის, მაგრამ წარსულში ცნობილ ფეხბურთელსა და ნაკრების ყოფილ დამრიგებელს იოზეფ საბოს იმედი აქვს, რომ რებროვი რთული მდგომარეობიდან გამოსავალს იპოვის და ქართველებს დაამარცხებს.

რას ამბობს საბო

ხანდახან ზედმეტი კრიტიკა როგორც მწვრთნელზე, ასევე ფეხბურთელებზე დამთრგუნველად მოქმედებს. სერგეი რებროვი ამას არ იმსახურებს, რადგან ის აქ ომის დროს ჩამოვიდა, მაშინ როდესაც რომელიმე საზღვარგარეთულ კლუბში მშვიდად მუშაობა და ბევრი ფულის შოვნა შეეძლო.

რებროვის განკარგულებაში არ არის იმ ხარისხის მოთამაშეები, როგორებიც ესპანეთის, საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებში თამაშობენ. მჯერა ის სექტემბერში დაშვებული შეცდომებისგან სათანადო დასკვნებს გააკეთებს და საქართველოს დაამარცხებს, რომელიც აღმავლობის გზაზე დგას. ქართველებთან მოსაგებად მათთვის თავიდანვე მკაცრი პრესინგის დაწესება აუცილებელი იქნება.

ცნობისათვის, იოზეფ საბო უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 1996-1999 წლებში მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 34 მატჩიდან გუნდმა 16 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 6-ში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს გვეშინია, სადამდე დავედით“ - ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი
„საქართველოს გვეშინია, სადამდე დავედით“ - ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი