„ადესანიასთან ჩხუბი არ მაინტერესებს“ - დოლიძის მეტოქის ამბიციები
ხვალ, თბილისის დროით დილის 6 საათზე, სოლტ-ლეიკ-სიტის Delta Center-ში, UFC 307-ის მთავარ ბრძოლაში 36 წლის ქართველი რომან დოლიძე 31 წლის ამერიკელ კევინ ჰოლანდს შეხვდება. აწონვების დასრულების შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე ბრძოლაზე საუბრის გარდა, ჰოლანდმა სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა და საკმაოდ ამბიციური განცხადებებიც გააკეთა.
რას ამბობს ჰოლანდი
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ისრაელ ადესანიასთან ჩხუბს დიდი ინტერესით ველი, ძალიან ცდება. ჩემპიონი რომ გამხდარიყო, სიამოვნებით ვეჩხუბებოდი, მაგრამ ახლა ის არის მებრძოლი, რომელიც ბრძოლის დროს მუდმივად უკან გარბის და თავის დაცვას ცდილობს.
ადესანიასთან დაპირისპირებას მირჩევნია პაულო კოსტას შევხვდე, რადგან ის ბრძოლას მაინც გამიმართავს. რაც შეეხება ისრაელს, მასთან ჩხუბი შეიძლება მთელი ღამე მომიწიოს, ამდენი დრო კი ნამდვილად არ მაქვს.
შეგახსენებთ, რომ ადესანიამ ჯერ შონ სტირკლენდთან, ხოლო შემდეგ დრიკუს დიუ პლესისთან ზედიზედ ორი სატიტულო ბრძოლა დათმო. ჰოლანდის ანგარიშზე UFC-ში ჩატარებული 13 შეხვედრაში 8 გამარჯვება და 5 მარცხია.