ხვიჩა კვარაცხელია, ფლორენტინო პერესი, როდრიგო გოეში
Aa
Aa

ბარსას შემდეგ რეალიც - ესპანური პრესა კვარას ტრანსფერზე წერს

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო სიახლეებს დასასრული არ უჩანს. ორიოდ დღის წინ, ესპანურმა El Nacional-მა დაწერა, რომ „ბარსელონა“ ნიკო უილიამსის ნაცვლად კვარას უმიზნებს. ამჯერად კი Fichajes.net-ი მადრიდის „რეალზე“ წერს.

„მადრიდის რეალმა ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გასაძლიერებლად ერთ-ერთ პრიორიტეტად ხვიჩა კვარაცხელია აქცია. ფლორენტინო პერესი გუნდში საჭიროებებს აცნობიერებს და რიგ პოზიციებზე მნიშვნელოვან სიახლეებს გეგმავს. კლუბის პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელს თავდასხმის გასაძლიერებლად განიხილავს.

კვარაცხელიას კონტეს ნაპოლის თამაშზე დიდი გავლენა აქვს და ის სერია A-ს მოსაგებად იბრძვის.

ნაპოლი თავისი ვარსკვლავის მარტივად დათმობას არ აპირებს და დე ლაურენტისი გეგმავს ხვიჩას ანაზღაურება წლიურად 6 მილიონ ევრომდე გაუზარდოს.

როდრიგოს მიმართ ინტერესი პრემიერლიგის გუნდებს აქვთ, ამ ფაქტმა შესაძლოა კვარაცხელიას რეალისკენ გზა გაუხსნას. გარდა ამისა ფლორენტინო პერესს რთულ მოლაპარაკებებში ჩაბმა მოუწევს, რადგან ხვიჩას მარტივად არ დათმობენ. გამოსასყიდი თანხა ქართველის ტრანსფერში გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც ამჟამად დაახლოებით 74 მილიონ ევროდ ფასდება.

კვარაცხელიას ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში, თუმცა გადამწყვეტი მაინც თავად ფეხბურთელის საბოლოო სიტყვა იქნება“.

- წერს ესპანური გამოცემა.

რთული სათქმელია, თუ საიდან დაასკვნეს ესპანელებმა, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას 74 მილიონად შეიძლება შეელიოს. დე ლაურენტსიმა ვიქტორ ოსიმენს გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 130 მილიონი ევრო ჩაუწერა. კვარას კი სავარაუდოდ, თუ ეს მოხდა, მინიმუმ 100 მილიონს ჩაუწერს. ყველაფერი მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც მამუკა ჯუღელმა უნდა აწარმოოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მითხრეს, რომ VAR-ი ვერ ჩაერეოდა“ | კონტე კვარაცხელიას წაქცევის ეპიზოდზე
„მითხრეს, რომ VAR-ი ვერ ჩაერეოდა“ | კონტე კვარაცხელიას წაქცევის ეპიზოდზე